თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიზიარებთ რონალდ გრიგორ სუნის თარგმანს: „იმპერიული რუსეთი, „ეროვნული“ იდენტობა, და იმპერიის თეორიები“.
„მაშინ, როცა რუსეთის მომავლის წარმოსადგენად რუსმა პოლიტიკოსებმა ხელახლა დაიწყეს ტერმინ Держава-ს (დიდი ძალა) გამოყენება, დასავლელმა მწერლებმა „იმპერიის“ მეტაფორა გააცოცხლეს, რათა ყოფილი საბჭოთა კავშირი და თვით პოსტსაბჭოთა რუსეთი აღეწერათ. ადრე „იმპერიას“ სსრკ-სა და დაქვემდებარებაში მყოფ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ან, მოსკოვისა და არარუსი ხალხების შიდა ურთიერთობის აღსაწერად იყენებდნენ, რაც ცალმხრივ კონოტაციას ატარებდა და მკითხველს ეროვნული პოლიტიკის კონსერვატიულ, ანტისაბჭოთა ინტერპრეტაციაზე მიუთითებდა. რონალდ რეიგანის მიერ სსრკ-ს „ბოროტების იმპერიად“ მოხსენიების შესაბამისად, „იმპერიას“ უწოდებდნენ სახელმწიფოებს, რომლებიც შინ − რეპრესიულად და გარეთ − ექსპანსიურად მიიჩნეოდნენ. მაგრამ, 1980-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში ნაციონალისტური და სეპარატისტული მოძრაობების აღზევებასთან ერთად, ტერმინი უფრო ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც მრავალეროვნული სახელმწიფოს კონკრეტული ფორმის, ერთი შეხედვით, გამჭვირვალე, ემპირიული აღწერა. როგორც პოლიტოლოგმა მარკ რ. ბაისინჯერმა აღნიშნა, „ის, რაც ადრე სტანდარტულად სახელმწიფოდ მოიხსენიებოდა, უეცრად საყოველთაოდ დაიგმო, როგორც იმპერია“. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ყოველგვარი თეორიზებისგან დაცლილი იყო, „საბჭოთა იმპერიის“ ცნება გულისხმობდა სახელმწიფოს, რომელმაც ლეგიტიმაცია დაკარგა და ჩამოშლისთვის იყო განწირული“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)