en
ge

სიახლე მშობლებისთვის - 1-3 წლის ბავშვის კვება

სიახლე მშობლებისთვის - 1-3 წლის ბავშვის კვება

თბილისი. ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ გიზიარებთ გზამკვლევს „1-3 წლის ბავშვის კვება: ძირითადი პრინციპები და პრაქტიკული ინფორმაცია“, რომელიც შემუშავდა პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახურის „მრჩეველი“ მიერ. 

„ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. ისეთი დაავადებები, როგორიცაა სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, II ტიპის დიაბეტი, ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნე, პირდაპირ უკავშირდება არასწორ კვებას. თუ ჯანსაღად კვებაზე ზრუნვას ბავშვობის ასაკიდან დავიწყებთ, ამ დაავადებების რისკს შევამცირებთ.

წინამდებარე დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპების შესახებ, განმარტებულია ბავშვთა კვების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, კვებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები. ძირითად ტექსტს ახლავს 1-კვირიანი მენიუს ნიმუში. ამ ინფორმაციის საფუძველზე მშობლები, ბავშვთა მომვლელები და დაინტერესებული პირები შეძლებენ სათანადო მენიუს დამოუკიდებლად შედგენას მცირე ასაკის (1-3 წლის) ბავშვებისთვის“, ნათქვამია გზამკვლევში.

სრულად...

წყარო: www.sos-childrensvillages.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)