აჭარა. 26 იანვარს, აჭარის ჰაბმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სახალვაშოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
„შეხვედრაზე მოწვეული იყო საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, დარინა დუმბაძე.
ადგილობრივმა მოსახლეობამ, 18 წელს მიღწეულ შშმ პირთა (ეტლით თუ სხვა დამხმარე საშუალებებით მოსარგებლეთა) რეაბილიტაციის პროგრამებით სარგებლობის საჭიროება, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დაასახელა.
დარინა დუმბაძემ ამ საკითხზე მონაწილეებს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა“.
აჭარის რეგიონული ჰაბი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)