თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, მამინაცვალმა, რომელიც არასრულწლოვან გერზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, მის მიმართ სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, გერისთვის ქონების წართმევა გადაწყვიტა. მან სასამართლოს ბინის ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა მოითხოვა.
„2021 წელს, მამინაცვალმა გერს ბინა აჩუქა. თუმცა, მას შემდეგ რაც გერმა სექსუალური ძალადობის გამო უჩივლა, გერის დასჯა (ბინის წართმევა და გერის ქუჩაში დატოვება) მოისურვა.
საქმეში PHR-ის ადვოკატები ჩაერთნენ.
სასამართლომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლის პოზიცია გაიზიარა და მოძალადეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების გზით, ეკონომიკური ძალადობის განხორციელების შესაძლებლობაზე უარი უთხრა“.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)