en
ge

მწვანე ალტერნატივა გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებს

მწვანე ალტერნატივა გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებს

თბილისი. მწვანე ალტერნატივა მოუწოდებს გარემოს ეროვნულ სააგენტოს შეწყვიტოს ნატახტარი-რუსთავის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისათვის მიმდინარე პროცესი. 

„განსახილველი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) დოკუმენტი არ მოიცავს მთელი რიგი საკითხების შესახებ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენა სავალდებულოა.  დოკუმენტის ნაკლოვანებების სია ვრცელია, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ანგარიში არ მოიცავს პროექტის საჭიროების დასაბუთებასა და ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს; ასევე, არ არის გათვალისწინებული საპროექტო დერეფანში მოხვედრილი საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურის გადატანით მოსალოდნელი ზემოქმედება.  

მიგვაჩნია, რომ გზშ-ის ანგარიშში აღნიშნული ინფორმაციის არარსებობა დაუშვებელს ხდის პროექტზე გადაწყვეტილების მიღებას და წარმოდგენილი განაცხადის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: greenalt.org


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)