თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებების სამართლებრივი დახმარებით, სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს 5 წლის ბავშვისთვის ზიანის ანაზღაურება დაევალა.
„2019 წელს დანიელის დედამ, დანიელისთვის შშმ ბავშვის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, მისი მიზანი, დანიელის უფლებების დაცვა იყო. თუმცა, დანიელს სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა უარი უთხრა, ვინაიდან:
„...არსებული კანონმდებლობით, დაუნის სინდრომი არ წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების საფუძველს. ხოლო სხვა გონებრივი ჩამორჩენილობის დადგენა სამ წლამდე ასაკის ბავშვებში, მათი განვითარების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო.“
სამწუხაროდ, სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის უარს დაეთანხმა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და სენაკის რაიონული სასამართლოც. თუმცა, ნანას ბავშვის უფლებებისთვის ბრძოლა არ შეუწყვიტავს და საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წაიღო.
2020 წლის 9 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ:
„უარი შშმ სტატუსის განსაზღვრის მიზნით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ საფუძვლით, რომ „დაუნის სინდრომი“ არ არის იმ დაავადებათა ჩამონათვალში... ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს და ზღუდავს ამ აქტებით გარანტირებულ უფლებებს.““
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)