თბილისი. საქართველოს შემეცნებითი ცენტრი წარმოგიდგენთ ინტერვიუს „მხლენელთა საკითხავის“ ერთ-ერთ თანაავტორთან - ნათია გვინიაშვილთან, რომელიც დალხენისა და მლხენელობის კონცეფციას შესახებ საუბრობს.
ინტერვიუ მომზადდა პროექტის „დალხენის პრაქტიკების გავრცელების ხელშეწყობა ჯანსაღი სოციალური ტრანსფორმაციისთვის“ ფარგლებში, საქართველოს შემეცნებით ცენტრთან (CDC-Creative Development Center) თანამშრომლობით და ქალთა ფონდის Women's Fund in Georgia) მხარდაჭერით.
“ნათიას თქმით, დალხენა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამეა. ეს არის ყველაფერი რასაც გაცნობიერებულად ვაკეთებ საკუთარი კეთილდღეობისთვის, ყველაფერს რასაც ვაკეთებ სხვისი კეთილდღეობისთვის და რასაც კოლექტიურად ვაკეთებთ ერთმანეთისთვის. ეს არის იმის აღიარება, რომ რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, მიმართულია სისტემური უსამართლობისა და ჩაგვრის შენარჩუნებისკენ და ამ პროცესში ჩვენგან მაქსიმალური რესურსის ამოღებისკენ. ეს სისტემა ჩვენ გვანადგურებს და გადარჩენისთვის არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური ზრუნვა და დალხენაა საჭირო”.
წყარო: ccgeorgia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)