თბილისი. გაეცანით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევას - „გარემოს დაცვის სისხლისსამართლებრივი რეგულირება“.
„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს დანაშაულთან ქმედით ბრძოლას და ამ სფეროში არსებული იმ დირექტივების ეფექტიან იმპლემენტაციას, რომელთა ეროვნულ დონეზე დანერგვის ვალდებულება საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო.
კვლევის შედეგად გამოკვეთილი მიგნებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის დახვეწის, ევროკავშირის სამართალთან მისი მეტად დაახლოებისა და ჰარმონიზაციის, ასევე, პრაქტიკაში აღსრულების კუთხით გამოვლენილი პრობლემების გამოსწორების მიზნით, საიამ შეიმუშავა რეკომენდაციები“.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)