ქვემო ქართლი. რუსთავის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ბარბარე ლაზარიაშვილი, თემურ კვიჟინაძე, ლელა მამულაძე, ნინო სადაღაშვილი და ქრისტინე დვალიშვილი კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. გუნდის კურატორი-მასწავლებელი ამირან ჯანჯღავაა.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) და კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს გადასცეს პრიზები: ლეპტოპები და სხვა საჩუქრები. გამარჯვებულთა დაჯილდოების პარალელურად, გაიმართა საინტერესო საუბარი სამოქალაქო ღირებულებების და გაზიარებული პასუხისმგებლობის შესახებ - ეს ის საკითხებია, რომლებსაც კამპანია „ეს ქვეყანა შენია” უპირატესად მიიჩნევს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)