en
ge

PHR: რამდენია ოცდაათს გამოვაკლოთ შვიდი?!...

PHR: რამდენია ოცდაათს გამოვაკლოთ შვიდი?!...

თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ცნობით, არსებობს მცდარი წინასწარი განწყობა და სტერეოტიპული შეხედულებები იმის შესახებ, რომ შშმ პირებზე განხორციელებული ძალადობა მათი ფანტაზიის ნაყოფია, რომ მათ არ შეუძლიათ ფაქტების სწორად აღქმა, ინფორმაციის დამახსოვრება-გადმოცემა... ამ სტერეოტიპებს სტატისტიკა და მეცნიერება არ ადასტურებს.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს კანონმდებლობით ევალება ამ მცდარი სტერეოტიპების აღმოფხვრა და შშმ პირთათვის მართლმსაჯულების უფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უზრუნველყოფა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში თავად გვთავაზობს დისკრიმინაციულ კანონის ნორმას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად: „არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება““.

ორგანიზაცია იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დებს, ეკას და მაკას (სახელები შეცვლილია), რომლებიც ნათესავის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

წაიკითხეთ დების გამოცდილების შესახებ, რომლებსაც ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდათ და სამწუხაროდ, დასკვნის თანახმად, ვერ გაირკვა გოგონებმა სექსუალური ძალადობის შედეგად განიცადეს თუ არა ტკივილი, აღიქვეს და გადმოსცეს თუ არა ფაქტები სწორად...

წყარო: phr.ge





სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)