თბილისი. ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციურ მხარდაჭერას განაგრძობენ.
„4 თებერვალს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ინსტიტუციური პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების ერთიანი მეთოდოლოგია განიხილეს.
თეორიული და პრაქტიკული სწავლების შედეგად, პარლამენტის თანამშრომლები უკეთ შეძლებენ ინსტიტუციური პოლიტიკის სრული ციკლის მართვას: კონკრეტული სექტორის ანალიზს, პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას, სამოქმედო გეგმის დასახვას, მისი განხორციელების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართვას და, საბოლოოდ, მიღწეული შედეგების ეფექტიან კომუნიკაციას საზოგადოებასთან“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
ფოტო: ვლადიმირ ვალიშვილი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)