კახეთი. „უფლებები საქართველოსა“ და „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ ორგანიზებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა აზერბაიჯანულენოვან სოფელ კაბალის ბაზარში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.
გასვლითი შეხვედრის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლებმა ადგილობრივებს უფასო სამართლებრივი დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და მსურველებს ადგილზე შესთავაზეს სხვადასხვა საკითხზე სამართლებრივი კონსულტაცია.
გასვლითი ვიზიტი ჩატარდა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროექტის ფარგლებში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)