თბილისი. ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. ავტოსტოპის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ტრაილერის მძღოლს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. დაზარალებული ქალის ინტერესებს „საფარის” იურისტი, თამარ ლუკავა იცავს.
ავტოსტოპით გურიიდან თბილისისკენ მიმავალ ქალს ტრაილერის მძღოლმა გაუჩერა და მგზავრობა შესთავაზა. გარკვეული ხნის შემდეგ, მძღოლმა ქალთან სექსუალური ხასიათის, შეურაცხმყოფელი საუბრები დაიწყო. ქალი ცდილობდა, თავის დასაღწევად მოძრავი ტრაილერის კარიც კი გაეღო, თუმცა მძღოლმა კარიც ჩაკეტა. საბოლოოდ, ქალმა მეგობრის დახმარებით პოლიცია გამოიძახა, ეკიპაჟმა კი დასაკითხად გადაიყვანა.
„სამი საათის განმავლობაში ვიყავით მოსაცდელში და ველოდებოდი პროკურორს ისე, რომ არავინ ყურადღებას არ მაქცევდა. გარდა ამისა, მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მომეჩვენა და ბიჭს ციხისთვის ტყუილად ვიმეტებდი. შეურაცხმყოფელად, დამამცირებლად, ძაან ცუდად მელაპარაკებოდნენ. როგორც კი ჩემმა მეგობარმა ახსენა „საფარი“, იმ წამსვე შემიყვანე თბილ ოთახში, დამსვეს, მომიტანეს წყალი, მაშინვე შეცვალეს დამოკიდებულება. „საფარის“ იურისტის სახელის ხსენების შემდეგ ისე მექცეოდნენ, როგორც მართლა უნდა მოექცე მსხვერპლს“, აღნიშნავს დაზარალებული ქალი.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)