სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, ზუგდიდელები უკრაინის ქალაქ პოკროვსკის დასახმარებლად ერთიანდებიან.
პოკროვსკი ზუგდიდთან დამეგობრებული ქალაქია, იგი დონეცკის ოლქში მდებარეობს და ომის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გახდა რუსული აგრესიის მსხვერპლი. ქალაქისთვის მიყენებული ზარალი მნიშვნელოვნად დიდია, ზუგდიდელების მიზანი კი დაძმობილებული ქალაქისთვის დახმარების ხელის გაწვდენაა.
ამ მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა უკვე ჩამოაყალიბეს სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი და ჰქონდათ კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან - ქალაქ პოკროვსკის ადმინისტრაციასთან.
დღეიდან დაიწყო თანხის შეგროვებას, რომელიც საბოლოოდ ქალაქ პოკროვსკის შესაბამის ფონდს გადაეცემა.
დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა გადმორიცხოთ მითითებულ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი:
GEL GE39TB7290236080100014
USD GE89TB7290236180100003
EU GE62TB7290236180100004
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)