თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დროს არასათანადო სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ პირთა გახშირებულ საპროტესტო გამოსვლებს (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების და მძღოლების პროტესტი), (კომპანია „ბოლტის“, „ვოლტის“ და „გლოვოს“ კურიერების აქცია) და (ტელეკომპანია„ფორმულას“ ოპერატორების საპროტესტო აქცია).
მნიშვნელოვანია, დამსაქმებლებმა გააცნობიერონ, რომ შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლება შრომითი უფლების განუყოფელი ნაწილია და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ღირსეული ცხოვრება. გასათვალისწინებელია, რომ ევროპის სოციალური ქარტია, რომლის ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს საქართველოც, აღიარებს ყველა მუშაკის უფლებას, ჰქონდეს სათანადო სამართლიანი ანაზღაურება, რაც უზრუნველყოფს მათი და მათი ოჯახების ცხოვრების ღირსეულ დონეს.
წყარო: ომბუდსმენის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)