კახეთი. 17 თებერვალს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობისთვის სამართლებრივი დახმარების შეხვედრას გამართავს.
ორგანიზაციის იურისტები ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზებენ უფასო სამართლებრივ კონსულტაციას მათთვის პრობლემატურ სამართლებრივ საკითხებზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური პრობლემების იდენტიფიცირებას და გაზიარებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის.
მობილური კლინიკა ტარდება პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” დახმარებით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)