თბილისი. ქალთა ფონდის გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა.
„ეს გადაწყვეტილება ახლახან მივიღეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ სამუშაო დღეების შემცირება ეწინააღმდეგება შრომის კაპიტალისტურ და პატრიარქალურ ლოგიკას, რომელიც მოითხოვს კონკურენციასა და მაქსიმალურ პროდუქტიულობას, რაც, თავის მხრივ, ექსპლუატაციური პრაქტიკების რომანტიზებას ახდენს.
ჩვენ გვჯერა, რომ ფემინისტური, კოლექტიურ ზრუნვაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო ითვალისწინებს ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებს და სივრცეს ტოვებს არა მხოლოდ ე.წ. თავისუფალი დროის, არამედ დასვენების დროის არსებობისთვის“, ნათქვამია ქალთა ფონდის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)