აჭარა. 29 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა ანგარიშის პრეზენტაცია, რომლის სახელწოდებაცაა – „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება". პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა შეაფასენ 2012 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობა და გამოყვეს ის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიდა რეფორმების განხორციელებას. ასევე, წაროადგინეს ის რეკომენდაციები, რომლებისც ორიენტირებული იყო პრობლემების გადაჭრაზე. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ანგარიში წინასწარია, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ანგარიშის ავტორებთან ერთად აგროვებს შენიშვნებს აღნიშნული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებისგან და მზად არის ყველა რელევანტური შენიშვნა გაითვალისწინოს, რის შემდეგაც ანგარიშის საბოლოო ვერსია გამოიცემა.