თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან და ღირებულებებთან. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური აგენტის” სტატუსს ანიჭებს.
„უცხოური აგენტების კანონის არათუ მიღება, არამედ, ამ საკითხზე სეროზული საპარლამენტო დებატებიც კი არსებით ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)