en
ge

ომბუდსმენის აპარატის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე

ომბუდსმენის აპარატის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტის თაობაზე

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და მიიჩნევს, რომ:

"შემოთავაზებული პროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან. ...ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის „უცხოური გავლენის აგენტებად“ მიჩნეული და მათთან სხვადასხვა სახის ურთიერთობაში მყოფი პირების შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გამოქვეყნების საფუძველს. გარდა იმისა, რომ აღნიშნული, შესაძლოა, გაუმართლებელ ორგანიზაციულ ტვირთს აკისრებდეს თავად ორგანიზაციებს და წყვეტდეს მათ ძირითადი საქმიანობისგან, ის შესაძლოა ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ნებისმიერი იმ ინდივიდის პერსონალური მონაცემების დამუშავების და გასაჯაროების შესაძლებლობის შექმნით, ვინც რაიმე სახის, მათ შორის, შრომით ან მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობაშია ამ ორგანიზაციებთან“.

სრულად...

წყარო: ombudsman.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)