თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ვოლტის კურიერების პროტესტს და მიიჩნევს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებიც „პლატფორმულ“ ეკონომიკაში დასაქმებისთვის დამახასიათებელ ფუნდამენტურ უსამართლობებს ააშკარავებს, უნდა გახდეს ბიძგი სახელმწიფოსთვის, განიხილოს ამ სექტორში დასაქმებული მშრომელების შრომითი და სოციალური გარანტიებით აღჭურვის გზები და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.
ორგანიზაცია მოუწოდებს:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს - საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განიხილოს მედიატორის დანიშვნის შესაძლებლობა შრომითი დავის გადასაწყვეტად;
„ვოლტ ჯორჯიას“ - საგულდაგულოდ განიხილოს კურიერების მოთხოვნები და გადადგას ნაბიჯები სამართლიანი და გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის დასანერგად და კურიერების სამუშაო პირობების, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების, გასაუმჯობესებლად.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)