თბილისი. 21 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N11 ანგარიში წარადგინა.
„ანგარიში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა, რასაც ხელს უწყობს საბჭოს წევრების შერჩევის მოქმედი წესი. ამ წესის შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან. საბჭოს წევრად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვის გაუქმების შედეგად, დიმიტრი გვრიტიშვილი კვლავ საბჭოს წევრის გახდა. მუდმივად შევსებულია, ე.წ. „თავმჯდომარეების კვოტა.“ კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრიდან 4 კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეა. კვლავ ვერ მოხდა 5 არამოსამართლე წევრის შერჩევა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე წევრთა სრული უპირატესობით, არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კორპორატივიზმს საბჭოში“.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)