თბილისი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ მიმართავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორებს, პოტენციურ მხარდამჭერებს და მოუწოდებს მთავრობას არ მიიღოს ეს კანონპროექტი.
„მოგმართავთ კანონპროექტის ინიციატორებსა და პოტენციურ მხარდამჭერებს - არ მიიღოთ ეს კანონპროექტი. არ მოკლათ ათასობით ადამიანის ბედი, მომავალი და ცხოვრება. ამას, ვერასდროს გამოასწორებთ.
იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ საქმიანობას შევწყვეტთ, მხარდაჭერის, დახმარებისა და უამრავი სერვისის გარეშე დარჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ახლა სხვადასხვა დონორის მხრიდან გაცემული გრანტის საშუალებით, ჩვენი გავლით ახერხებენ სახლიდან გამოსვლას, ცხოვრების თავიდან დაწყებას, სამსახურის ძიებას, განათლების მიღებას და უბრალოდ - დამოუკიდებლად ცხოვრებას.
ჩვენი საქმიანობის შეწყვეტა, ყველა ამ ადამიანისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მიყენებული უდიდესი დარტყმაა. დარტყმა, რომელმაც შესაძლოა რომ მათი ცხოვრება ისევ წარსულისკენ, ძალიან მძიმე ყოფისკენ წაიყვანოს“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)