en
ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ერთი წელი რუსეთის მიერ უკრაინაში გამანადგურებელი ომის დაწყებიდან

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ერთი წელი რუსეთის მიერ უკრაინაში გამანადგურებელი ომის დაწყებიდან

თბილისი. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და უსამძიმრებს მძიმე ადამიანური დანაკარგის გამო.

„გვწამს, რომ ეს სამართლიანი ბრძოლა დასაბამს მისცემს უკრაინის აღორძინებას, განვითარებას და გრძელვადიან მშვიდობას ევროპაში.

ეს ომი ასევე, მძიმე დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს უსაფრთხოებას, ეკონომიკას და პოლიტიკას. ცვალებადი ევროპული უსაფრთხოების ფონზე, ბუნდოვანია საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული დიპლომატიური თუ პოლიტიკური ნაბიჯები და შესაბამისად, ქვეყნის უსაფრთხოების პერსპექტივები. სტრატეგიულ პარტნიორებთან გაუმართლებელი უთანხმოებების, არაერთგვაროვანი საგარეო პოლიტიკური ორიენტირების და მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე, საქართველოს უსაფრთხოება უფრო და უფრო კარგავს ადგილს ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში და ქვეყანა სამწუხაროდ, დღითიდღე შორდება ევროკავშირში გაწევრიანების ახლადგაჩენილ შესაძლებლობას“, ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023