en
ge

არასამთავრობოების შეხვერა თბილისის შს სამმართველოს უფროსთან

თბილისი. 28 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციების – „იდენტობა", „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ინიციატივითა და საქართველოს სახალხო დამცველის მხარდაჭერით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა  საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსსა და ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილესთან. 
სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა 17 მაისის შემდგომ, ლგბტ თემის წევრთა მიმართ გახშირებული შეურაცხყოფისა და ძალადობის ფაქტების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სამართალდამცავთა მუშაობის ეფექტურობის გაძლიერებაზე და ინტერვენციის ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაზე. ყურადღება დაეთმო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირების აუცილებლობას და პოლიციის მიმართ ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართვიანობის გაზრდის საჭიროებას.
თბილისის შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის. დაიგეგმა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იზრუნებს სამართალდამცავთა ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ღონისძიებების გაძლიერებაზე ლგბტ თემის წევრთა უფლებების დაცვის მიზნით.
სრულად
წყარო: ombudsman.ge




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)