თბილისი. რონდელის ფონდი აქვეყნებს თეონა მაჭარაშვილის ბლოგპოსტს: ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში.
„ე.წ. „აგენტების“ პუტინისეული კანონის მიღება დამოუკიდებელი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და დამღუპველი მოვლენაა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება. რუსეთის მაგალითმა უკვე ერთმნიშვნელოვნად გვაჩვენა, თუ როგორ მოსპო სწორედ ამ კანონმა რუსეთში არსებული მცირედი თავისუფლება: როგორც რუსული გამოცდილება გვაჩვენებს, კანონის მიღების შემთხვევაში მალევე მოსალოდნელია მძიმე ფორმის რეპრესიები თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ. გარდა ამისა, კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის დონორების დაფინანსებულ მრავალ პროექტს, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეებს ყოველდღიურად მიეწოდება სერვისი. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, კანონის მიღება პირდაპირ გააუარესებს თითოეული მოქალაქის მდგომარეობას, „აგენტების“ კანონის გავლენით, სავარაუდოდ, მათ შეუჩერდებათ წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა უამრავ სიკეთეზე - საბოლოო ჯამში, კანონი დააზიანებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ კავშირებს ევროპასთან, დააზიანებს როგორც უვიზო მიმოსვლის, ისე წევრობის შანსს და გაზრდის საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე“, ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: gfsis.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)