თბილისი. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT) აქვეყნებს 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს.
ორგანიზაცია 22 წელია ზრუნავს სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლებსა და ღრმად ტრავმირებულ ადამიანებზე, მათ შორის ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალებზე, ბავშვებსა და მოზარდებზე, იძულებით ადგილნაცვალ პირებზე, უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ოჯახის წევრებზე, ომით დაზარალებულ ადამიანებზე.
2022 წლის განმავლობაში, GCRT-ის ფსიქო-სოციალური და სამედიცინო სერვისით 390 პირმა ისარგებლა, ჩატარდა 2616 კონსულტაცია, რეფერალური სერვისით ისარგებლა 185 ადამიანმა.
გასულ წელს ორგანიზაციამ ახალი სტრატეგიული მიმართულება დაამატა თავის საქმიანობას და შექმნა ციფრული ფსიქოსაგანმანათლებლო სივრცე - აისი, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოებაში მტკიცებულებებსა და უახლეს კვლევებზე დაფუძნებული, სანდო ინფორმაციის გავრცელება.
წყარო: gcrt.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)