en
ge

რეპრესირებული მწერლების მუზეუმი

რეპრესირებული მწერლების მუზეუმი

რეპრესირებული მწერლების მუზეუმი 2 მარტს, მაჩაბლის 13-ში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნება!

მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და დროებითი გამოფენა ტოტალიტარული სახელმწიფოსა და მწერლების დაპირისპირების ტრაგიკულ ამბებს მოგვიყვება. მოგვიყვება იმ მეთოდების შესახებ, რომლებსაც სისტემა „მწერლობის მოსათვინიერებლად“ იყენებდა. 

3 თვის განმავლობაში გამოფენა დაეთმობა პაოლო იაშვლის საიუბილეო ექსპოზიციას. 

1937 წლის ზაფხულში მაჩაბლის 13-ში ყოველ კვირას იმართებოდა მწერალთა კავშირის სხდომები, სადაც მწერლებს ერთმანეთისთვის გამოჰქონდათ განაჩენი და „ამხელდნენ ხალხის მტრებს“. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე პაოლო იაშვილი იყო. 

1937 წლის 22 ივლისს დაკითხვებითა და გაურკვევლობით გაწამებულმა პოეტმა სანადირო თოფით მოიკლა თავი მწერალთა სასახლის მეორე სართულზე.

ექსპოზიციაზე იმუშავეს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ, მაგდა ცოცხალაშვილმა, მარიამ ნატროშვილმა, დეთუ ჯინჭარაძემ და ნინო ანდრიაშვილმა. მუზეუმის ფინანსური მხარდამჭერები არიან: საქართველოში ამერიკის საელჩო და იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“. 

წყარო: რეპრესირებული მწერლების მუზეუმი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)