თბილისი. „ჰელფინგ ჰენდ-ი” 2023 წლის 10 მარტს, თბილისში, მოხალისეობის ყოველწლიურ გამოფენა-ფორუმს გამართავს. ღონისძიებას რამდენიმე წლის წინ, მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მხარდაჭერით ჩაეყარა საფუძველი.
ღონისძიების მიზანია მოხალისეობის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმის, პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისა და, ზოგადად, მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
რეგისტრაცია გამოფენაში მონაწილე ორგანიზაციებისათვის მიმდინარეობს 2023 წლის 3 მარტამდე...
ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)