en
ge

ე.წ. ამერიკული კანონი არსებითად განსხვავდება ავთენტური ამერიკული კანონისგან

ე.წ. ამერიკული კანონი არსებითად განსხვავდება ავთენტური ამერიკული კანონისგან

თბილისი. საქართველოს ეროვნული პლატფორმა განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ ე.წ. „ამერიკული კანონის“ ქართული რედაქცია არსებითად განსხვავდება ავთენტური ამერიკული კანონისგან.

„...ქართულ რედაქციაში შეგნებულად არის გამოტოვებული ავთენტური ამერიკული კანონის პარაგრაფ 613 - ის (გამონაკლისები/EXEMPTIONS) კონკრეტული და ამ კანონმდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი „f“.

აღნიშნული პუნქტის მიხედვით აშშ-ს პრეზიდენტი ადგენს იმ ქვეყნების სიას, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, როგორც პარტნიორები, და მათი წარმომადგენლები ითვლებიან გამონაკლისებად და მათზე არ ვრცელდება უცხო ქვყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება. 

ნორმის შეგნებული გამოტოვებით პრინციპულად იცვლება შინაარსი. უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ე.წ. „ამერიკული კანონი“ ვრცელდება პარტნიორ ქვყენებზეც, რაც ქმნის ერთგვაროვან მიდგომას მტრულად განნყობილი და მოკავშირე ქვეყნების მიმართ.

ეს განზრახ დამახინჯება ავთენტური ამერიკული კანონისა აზიანებს საქართველოს ურთიერთობას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დაუშვებელია ამ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღება“, ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

სრულად...

წყარო: პლატფორმის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023