თბილისი. Grlz Wave-ის ინფორმაციით, „აგენტების“ კანონპროექტს პარლამენტში მეორე მოსმენისას მხარი არ დაუჭირეს და კანონპროექტი ჩავარდა.
ორგანიზაცია მადლობას უხდის ამ ხნის განმავლობაში, დარბევებისა და საპოლიციო ძალის წინააღმდეგ მებრძოლებს - „ეს შედეგი თქვენი დამსახურებაა! საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ხელისუფლება კი ვერ შეძლებს, დაგვიმორჩილოს და მოგვათვინიეროს“.
Grlz Wave მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ნუ დააპირისპირებს საზოგადოებას ერთმანეთთან პროპაგანდისტული განცხადებებით.
„ხელისუფლების მცდელობა, ქრისტიანობითა და ლგბტქ თემის საკითხებით საზოგადოებრივ აზრზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, უკვე ნაცადი და მოძველებული ხერხია და ხელისუფლებას ვურჩევთ, შეცვალოს რიტორიკა“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)