თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, 2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა და 58% შეადგინა.
„ეს მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია.
2022 წელს 69 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა.
2022 წელს, განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომთან და მის საქართველოზე გავლენასთან იყო კავშირში“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)