en
ge

საია: თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია

საია: თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია

თბილისი. 2022 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა - საქართველოს კანონის პროექტი „თავდაცვის კოდექსი“ და მასთან დაკავშირებულ 45 სხვა საკანონმდებლო აქტში გამომდინარე ცვლილებების პროექტები. ინიციატივის მიხედვით, სასულიერო პირებიც გაივლიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. ამჟამინდელი მოწესრიგების თანახმად კი, გაწვევის გადავადების უფლება (სხვა საფუძვლებს შორის, ასევე) აქვს პირს, რომელიც არის მღვდელმსახური (კონფესია დაკონკრეტებული არაა).

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, „მხოლოდ ერთი რელიგიის სასულიერო პირებისთვის უფლებრივი პრივილეგიის მინიჭება, ადამიანის უფლებათა სამართლის პერსპექტივით, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“.

ორგანიზაცია მოუწოდებს კანონპროექტის ინიციატორებს, ისე, დეპუტატებს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად იმგვარად, რომ უზრუნველყონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვა. დისკრიმინაციის პრევენციისთვის კი სამართალშემოქმედს აქვს რამდენიმე ალტერნატივა, შესაძლებლობის ყველა არსებითად თანასწორ პირზე გავრცელებით, ასევე, მისი სრულად გაუქმებით.

სრულად...

წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)