თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიზიარებთ ანალიტიკურ დოკუმენტს, რომელშიც წარმოდგენილია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის პოლიტიკის თეორიული და მოდელური კონცეფციები, საქართველოში უკვე ჩატარებული კვლევების მიმოხილვა და ორგანიზაციის მიერ ჩატარებული თვისებრივი კვლევის გზით, ქართული რეალობის აღწერა.
„ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ყოველ წელს იზრდება, მაგრამ მიუხედავად რაოდენობის ზრდის ტენდენციისა, კვლავ იკვეთება საქმის ისეთი გარემოებები, რომელიც სახელმწიფოს სუსტ პრევენციულ ღონისძიებებზე მიუთითებს და მისი პოზიტიური ვალდებულებების ვერ შესრულებას ადასტურებს, რაც რისკების სათანადო არ შეფასებაში და მძიმე შედეგების თავიდან ვერ აცილებაში გამოიხატება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)