en
ge

მართლმსაჯულების რეფორმის მორიგი მცდელობა...

მართლმსაჯულების რეფორმის მორიგი მცდელობა...

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ანალიტიკურ დოკუმენტს, რომელშიც გაანალიზებულია პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო ჯგუფის საქმიანობა და ჯგუფის მიერ შემუშავებული სასამართლო რეფორმის სტრატეგია და მის საფუძველზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ორგანიზაციის შეფასებით, 

„ევროკომისიის მიერ 2022 წლის ზაფხულში საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნიდა მართლმსაჯულების სისტემური გაჯანსაღებისთვის. სამწუხაროდ, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ეს შესაძლებლობა მორიგ ჯერზე არ იქნა გამოყენებული ეფექტიანად. პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მხოლოდ ილუზორულ შესაძლებლობას ქმნიდა სამოქალაქო ჩართულობისა და სიღრმისეული დისკუსიებისთვის სასამართლო რეფორმებზე.

სამუშაო ჯგუფის შედეგად შემუშავებული რეფორმის სტრატეგია მინიმალურადაც არ ეხმიანება სასამართლოში არსებულ სისტემურ გამოწვევებს. აღნიშნული სტრატეგიის საფუძველზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, კი ითვალისწინებს ფრაგმენტულ, ფასადურ ცვლილებებს, რომელიც არ იძლევა სასამართლოს თვისებრივი და შინაარსობრივი გაჯანსაღების იმედს“.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)