თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის 17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 20 ნოემბერს დაკავებულები, დავით ნარსავიძე და ირაკლი კვეკვესკირი გამართლდნენ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში, წვრილმანი ხულიგნობისთვის კი სახდელი არ დაეკისრათ და სასამართლო მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. მათ ინტერესებს სწორედ სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.
„სასამართლოში პროცესების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ პოლიციელები უფლებამოსილებას სამსახურებრივი უნიფორმის გარეშე ახორციელებდნენ. მათ არც დაკავების ეპიზოდში წარუდგინეს თავი მოქალაქეებს. შესაბამისად, დაკავებული მოქალაქეებისთვის იდენტიფიცირებადი არ იყო პოლიციელთა ვინაობა. სასამართლო განხილვებზე აგრეთვე გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავები განზრახ არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ სასამართლოს, მათი ჩვენებები იყო ხშირ შემთხვევაში ურთიერთწინააღმდეგობრივი და არ ასახავდა რეალობას“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)