თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა ყაზბეგში მიმდინარე სამუშაოებზე განცხადება გაავრცელეს. ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში ნათქვამია – „ყაზბეგში, თრუსოს ხეობაში მდებარე ტრავერტინები წარმოადგენს ბუნების ძეგლს, რომლის ნაწილიც განადგურებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულიად ეკისრება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დაპარტამენტს, გარემოს დაცვის სამინისტროს და ყველა იმ სახელმწიფო ორგანოს, რომლებმაც საკონტრაქტო კომპანიის მიერ ჩადენილ ვანდალიზმზე თვალი დახუჭა. სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს ყველა სახის სამუშაო, რომელსაც მომუშავე კომპანია ახორციელებს. ამასთან, მომხდარზე დაიწყოს სამართლებრივი ძიება".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში