თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს აზერბაიჯანელ თემს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს და უფრო სამართლიან, თანასწორ და ღირსეულ გარემოში ცხოვრებას უსურვებს. ორგანიზაციის პოლიტიკის თანახმად, სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის ეს დღეც უქმეა.
„ნოვრუზი ტრადიციული დღესასწაულია და სხვადასხვა ხალხების რწმენით ძველი წლის დასრულებასა და ახლის დადგომას აღნიშვნას. ნოვრუზი განახლების დღესასწაულია და მის აღნიშვნამდე ტრადიციულად ბუნების გამოღვიძების აღსანიშნად ზამთრის ოთხი სტიქიის (ჩერშენბე) დღესასწაულს აღნიშნავენ. სანთელსა და შეღებილ კვერცხს. ყველა ამ საგანს სიმბოლური დატვირთვა აქვს და განახლებისა და ბოროტი ძალებისგან ადამიანის დაცვას ისახავს ნიშნად.
უკვე რამდენიმე წელია საქართველოს აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს ეროვნულ დღესასწაულად და უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვენ. ადგილობრივი თემისთვის ეს მოთხოვნა საკუთარი კულტურის, იდენტობის და ზოგადად საქართველოს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების აღიარების მნიშვნელობას ატარებს და რა თქმა უნდა პოლიტიკური შინაარსი აქვს. სამწუხაროდ, თემის ეს მოთხოვნა ხელისუფლების მიერ ამ დრომდე არ არის გაზიარებული“, ნათქვამია ორგანიზაციის ბლოგპოსტში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)