თბილისი. ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია გიზიარებთ ევროპის საბჭოს ახალგაზრდული პარტნიორობის ფარგლებში შექმნილ პოდკასტების სერიას UNDER 30’.
პოდკასტებში განვითარებულია მსჯელობა ახალგაზრდების ცხოვრების ტენდენციების, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ამ საკითხებთან დაკავშირებული საინტერესო პრაქტიკების შესახებ.
კამპანია ხორციელდება პროექტის “Skills4Success - უნარები წარმატებისთვის” ფარგლებში.
პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს Save the Children International-ი პარტნიორ ორგანიზაციებთან: საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან, ახალგაზრდობის სააგენტოსა და კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად.
წყარო: ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)