თბილისი. წარმატებით დასრულდა ორთვიანი, ონლაინ სასწავლო კურსი „საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის“.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) შექმნილი კურსის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციის, როლისა და პრინციპების შესახებ ცოდნის ამაღლება და გავრცელება საზოგადოებაში.
კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო მონაწილეობის ინსტიტუციურ მექანიზმებს, გაანალიზეს მისი სუსტი და ძლიერი მხარეები, ასევე გაეცნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობის და კომუნიკაციის საკითხებს, მონაწილეობის პროცესების უკეთ დასაგეგმად და განსახორციელებლად.
სწავლებაში მონაწილეობას იღებდა 89 აპლიკანტი: საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და სტუდენტები.
კურსი წარმატებით დაასრულა 38 მონაწილემ. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ულოცავს მათ კურსის წარმატებით დასრულებას.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)