თბილისი. კოალიციის ცნობით, 2023 წლის 14 მარტს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
„მმართველი პარტიის განმარტებით, დაინიცირებული ცვლილებები მიზნად ისახავდა ევროკომისიის მიერ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მართლმსაჯულების ნაწილის შესრულებას. ვენეციის კომისიამ სისტემურად შეაფასა ის გამოწვევები რომლის წინაშეც სასამართლო დგას. კომისია მიუთითებს, რომ ცვლილებების პროექტი არ არის ყოვლისმომცველი, იგი არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიან რეფორმას ითვალისწინებს და არც ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, აღიაროს სასამართლოში არსებული პრობლემები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დროულად დაიწყოს სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რაც რეალურად მოემსახურება ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)