იმერეთი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) გამართა ოთხდღიანი სემინარი ახალგაზრდული კლუბის წევრებისათვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
სემინარები ჩაატარა შემდეგ თემებზე:
- სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ფუნქციები;
- სოციალური კაპიტალი;
- სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა და როლი;
- ახალგაზრდების ჩართულობა.
ამ აქტივობის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების განწყობების შეცვლა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია და მათი ინტერესების გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ.
ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)