თბილისი. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 20 ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელი ქალი მთელი მსოფლიოდან, საქართველოში, ოთხდღიან სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ქალთა წამყვანი ორგანიზაციების მხარდაჭერა კონფლიქტური და პოსტ-კონფლიქტური ქვეყნებიდან, მშვიდობის დამყარების მიზნით, მშვიდობის მშენებელი ახალგაზრდა ქალების ლიდერობის უნარების გაძლიერება და მათი შესაძლებლობების განვითარება - 4 500 აპლიკანტიდან შერჩეული მშვიდობის მშენებლები საპილოტე პროგრამაში გაერთიანდნენ.
შეხვედრების ფარგლებში, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მშვიდობის მშენებლობა და მშვიდობის შენარჩუნება, ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება (WPS), ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება (YPS).
წყარო: ginsc.net
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)