თბილისი. Grlz Wave ეხმაურება თათია სამხარაძის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, მიზნად ისახავს შალვა რამიშვილის დაცვას და მსხვერპლის დისკრედიტაციას.
„სამწუხაროდ, ხელისუფლება მხარდაჭერას უცხადებს შემვიწროვებელს. გასული დღეების განმავლობაში ხელისუფლებამ მოძალადის რეპუტაციის დასაცავად და მსხვერპლის დასასჯელად, სახელმწიფო ინსტიტუციები გამოიყენა, შეიჭრა ადამიანის საცხოვრებელ სივრცეში დაშინების მიზნით.
ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ თათიას, ქალს, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში საჯაროდ პირველმა ამხილა. მან სექსუალური შევიწროვების ფაქტის დადგენის და მასზე სამართლებრივი რეაგირების პირველი პრეცედენტი შექმნა საქართველოში“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)