თბილისი. „უფლებები საქართველომ“ მოქალაქეობის არქონის პორტალი, Stateless.ge, აამოქმედა.
„ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცხოვრებენ, მაგრამ არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ, თავიანთი უფლებებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას სპეციალური ვებპორტალის - Stateless.ge-ს მეშვეობით შეძლებენ.
მოქალაქეობის არქონის პორტალი „უფლებები საქართველოს“ მიერ, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით შეიქმნა“.
წყარო: stateless.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)