ქვემო ქართლი. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სამირა ბაირამოვა, უფლებადამცველი მარნეულიდან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს და დედაქალაქის ქუჩებისთვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების სახელების მინიჭებას სთხოვს.
„შეიძლება ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არ იყოს წარმატებული, თუმცა ამას თავის მიზეზები აქვს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით და უნდა ვაღიაროთ მათი არსებობა.
...ფარიხანუმ სოფიევა და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები, რომლებიც არანაკლებ ძლიერი ქალები არიან, ისინიც არიან საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფიგურები.
...თუ ვმუშაობთ ინტეგრაციის პოლიტიკაზე, თუ ტოლერანტი ქვეყანა ვართ, ეს პრაქტიკაშიც უნდა ვაჩვენოთ“, ამბობს სამირა ბაირამოვა.
წყარო: ginsc.net
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)