თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, Wolt-ის კურიერებმა გადაწყვიტეს, პროტესტი უწყვეტად გააგრძელონ და სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აპლიკაცია გათიშონ. ისინი ღირსეული შრომითი პირობების მოთხოვნით, უკვე ორ თვეზე მეტია საპროტესტო აქციებს მართავენ.
„ბოლო პერიოდში ე.წ „გიგ“/პლატფორმულ სექტორში დასაქმებულების შრომითი პირობები ახალ გამოწვევად იქცია. მოქნილი გრაფიკისა და შრომის ბაზარზე შედარებით კონკურენტული ანაზღაურების გამო, პლატფორმულ ეკონომიკაში დასაქმება ბევრისთვის მისაღები აღმოჩნდა, თუმცა, როგორც ბოლო მოვლენები აჩვენებს, კურიერების უმძიმესი შრომა სათანადოდ არ კომპენსირდება. მათ რუტინულად უწევთ აუნაზღაურებელი დავალებების შესრულება - მაგალითად, ლოდინის დრო, შეკვეთის გაუქმებისას გაწეული სამუშაო. ეს ამ სექტორში ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა“.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარს უჭერს კურიერების სამართლიან მოთხოვნებს. ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის მიერ თებერვალში გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ის პრობლემები, რასაც კურიერები აწყდებიან...
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)