სამეგრელო. „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის ევროპელმა ელჩებმა, თამარ ქორთუამ და მართა ჭანიამ, სოფელ შამგონას საჯარო სკოლაში ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: „ნატო და ევროკავშირი“.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
რა არის ევროკავშირი და რა ღირებულებები გააჩნია;
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა;
საქართველოში არსებული მითები და რეალობა ევროკავშირის შესახებ;
რა არის ნატო? საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა;
შეხვედრა ჩატარდა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)