სამეგრელო. ათინათის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა დებატებში მიიღეს მონაწილეობა. პირველ დღეს ახალგაზრდები გაეცნენ დებატების ტექნიკებს, მეორე დღეს კი ჩატარდა დებატები, რომელსაც მოწვეული ჟიურის წევრები შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებით აფასებდნენ.
შეხვედრა ჩატარდა USAID პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სამეგრელოში პროგრამის პარტნიორია ათინათი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)