თბილისი. „რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაშავებული ზაზა ბიღიაშვილის უფლებებს „სამართლიანი არჩევნებთან” ერთად „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრიც” (GCRT) იცავს.
„დამოუკიდებელი ექსპერტიზის პირველადი შეფასებით, ზაზა ბიღიაშვილის მიერ მიღებული დაზიანების ხარისხი არის მძიმე, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგული აქვს სრულად, ჩაშლილია თვალის ბადურა, მხედველობის აღდგენა ნებისმიერი სახის ჩარევისა და ოპერაციის მიუხედავად შეუძლებელია.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზაზა ბიღიაშვილი ორჯერ, 9 და 15 მარტს დაკითხა. მას ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)